

ინსცენირების ავტორი და რეჟისორი: ლაშა გოგნიაშვილი
მხატვარი: მარიკა კვაჭაძე
ქორეოგრაფი: გიორგი ტიელიძე
კომპოზიტორი: მარო ბერიაშვილი
ტექნიკური რეჟისორი: ნანა ნემსიწვერიძე
მონაწილეობენ: თათული გოგია, ვაჟა ციცილოშვილი, ნელი ბადალაშვილი, მამუკა მაზავრიშვილი, თამთა პატაშური, გაგა მახათაძე, იუკა ვასაძე
სპექტაკლის შესახებ: ჰანს ქრისტიან ანდერსენის უკვდავი ზღაპარი „ასანთის გამყიდველი გოგონა“ გვიყვება პატარა გოგონას სევდიან, თუმცა საოცრად ლამაზ ისტორიას - ისტორიას მარტოობაზე, იმედზე, სიყვარულსა და ადამიანურ სითბოზე.
ზამთრის ცივ ღამეს, ასანთის პატარა ალებში, გოგონა ოცნებების სამყაროში მოგზაურობს, სადაც სითბო, სიყვარული და ბედნიერება არასოდეს მთავრდება.
ეს არის ამბავი, რომელიც გვახსენებს, რომ ზოგჯერ ყველაზე პატარა სინათლესაც შეუძლია ყველაზე დიდი სითბოს გაჩუქება.
ხანგძლივობა: 70 წუთი