

რეჟისორი და მსახიობი: იაზარ ნეზიჰ ეიობოღლუ
ტექნიკური უზრუნველყოფა: მუჰამმედ სარიოღლუ
მუსიკა: ილქერ ჩიჩექ
წარმოგიდგენთ გამორჩეულ თურქ რეჟისორსა და ხელოვანს იაზარ ნაზიკ ეიუბოღლუს, ღრმა, ვიზუალური და მედიტაციური ნამუშევრით - „თვალი“.
წარმოდგენა იკვლევს ადამიანური ყოფიერების დრამატულობას - დაბადებიდანვე თავსმოხვეული სოციალური ჩარჩოები, მიყენებული ტრავმები და ის პირველქმნილი, უპირობო სიყვარულის მონატრება, რომელსაც ჯერ კიდევ სამყაროში მოვლენამდე, დედის წიაღში ვგრძნობდით.
პროექტის ცენტრში მდგომი „ადამიანი“ განასახიერებს თითოეული ჩვენგანის გზას დედამიწაზე - ბრძოლას საკუთარი, ჭეშმარიტი „მეს“ გადასარჩენად.