თეატრის ბილეთები კამეჩი
თეატრის ბილეთები კამეჩი

კამეჩი

ბილეთის საყიდლად აირჩიეთ დრო
შაბ
26 სექ, 19:00
25 ₾
ორგანიზატორი: თბილისური ბროწეულები - კამერული და მონოსპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალი
ახმეტელის თეატრი

ავტორი: ჰრანტ მატევოსიანი

რეჟისორი და მსახიობი : ნარინე გრიგორიანი

მხატვარი: ვიქტორია რიედო

მუსიკა: ჰაიკ ისრაელიანი

პროდიუსერი: მარიანა მხითარიანი

 

 

✨ ცნობილი სომეხი მწერლის, ჰრანტ მათევოსიანის შედევრის მიხედვით შექმნილი წარმოდგენა „კამეჩი“ ჩვენი ფესტივალის სტუმარია.

 

რა ხდება მაშინ, როდესაც უძველესი ჯიშის მეხსიერება და სიცოცხლის გაგრძელების დაუოკებელი ჟინი თანამედროვე, ცივ სამყაროს ეჯახება?

 

მთის მწვანე საძოვრებზე, ძროხების ნახირში გამოყოფილი ერთადერთი კამეჩი უეცრად საკუთარი მოდგმის მძაფრ მონატრებასა და ძახილს გრძნობს. მისთვის წვნიანი ბალახი და ჩვეული ყოფა აზრს კარგავს - მან უნდა იპოვოს კამეჩი, რათა სიცოცხლე გაგრძელდეს.

 

იწყება ხანგრძლივი, საფრთხეებითა და ტკივილით სავსე გზა.

 

სასოწარკვეთის, დაღლილობისა და უიმედობის მიუხედავად, ბუნების უზენაესი კანონი იმარჯვებს - კამეჩი აღწევს მიზანს, სადაც „სამყარო კვლავ მთლიანი და ნამდვილი ხდება“, შემდეგ კი თავის მშობლიურ მთებსა და ადამიანებს უბრუნდება.