

ვაჟა-ფშაველა - "სტუმარ-მასპინძელი"
რეჟისორი: ვატო ჯუღელი
მხატვარი: ხატია დავითაშვილი
ქორეოგრაფი: თიკო ქოიავა
მუსიკალური გაფორმება: გიგი გეგელაშვილი, ვატო ჯუღელი;
(სპექტაკლში გამოყენებულია დაფერ იოსეფის მუსიკალური კომპოზიციები)
ტექნიკური რეჟისორი: მარი აბესაძე
ვაჟა-ფშაველას პოემის მუსიკალურობა ზესტაფონის თეატრის სპექტაკლში ამბის თხრობის ფორმად იქცევა. რეჟისორი ცდილობს, შეინარჩუნოს ვაჟას სიტყვაში ჩაქსოვილი რიტმი და მუსიკალური ჟღერადობა და მაყურებელს ნაწარმოები ახლებური ხედვით გააცნოს.
ეს გაბედული და საინტერესო სცენური გადაწყვეტა ახალ შუქზე წარმოაჩენს როგორც პოემის ამბავს, ისე მის სათქმელს და გვთავაზობს „სტუმარ-მასპინძლის“ განსხვავებულ, ახალ გამოცდილებას.
მონაწილეობენ: გიორგი გლოველი, ამირან ქაჩიბაია, ნინიკო აბესაძე, ფილიპე მესხი
და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული, ქორეოგრაფიული ანსამბლ "ზესტაფონი"ს მოცეკვავეები: სოფიო ნებიერიძე, სოფიო გურგენიძე, გოგა ღონღაძე, ტატო ბუაჩიძე, გელა მუმლაძე, რომან სალაძე, ივერი გუგეშაშვილი, ლაშა ხოხიაშვილი
ვოკალურ და ტექსტუალურ Ჩანაწერებზე იმუშავეს: გიგი გეგელაშვილმა, გიორგი ცერცვაძემ, გიორგი მარსაგიშვილმა, ნანუკი მაკრახიძემ და კონსტანტინე ფოცხვერაშვილმა.