თეატრის ბილეთები არწივთა ზოგიერთი სახეობა
თეატრის ბილეთები არწივთა ზოგიერთი სახეობა

არწივთა ზოგიერთი სახეობა

ბილეთის საყიდლად აირჩიეთ დრო
პარ
25 სექ, 20:00
20 ₾-დან
ორგანიზატორი: თბილისური ბროწეულები - კამერული და მონოსპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალი
ახმეტელის თეატრი

პიესის ავტორი: დომან ნოვაკოვსკი
რეჟისორი: იგორის რეკლაიტისი
სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი: არტურას შიმონისი
ვიდეო პროექციების ავტორი: იონას ბარანაუსკასი

მონაწილეობენ: იგორის რეკლაიტისი, იონას ბარანაუსკასი

 

✨ ლიეტუვის უძველესი სახელოვნებო დაწესებულება - კლაიპედას დრამატული თეატრი ქართველ მაყურებელთან შესახვედრად ემზადება! ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი თეატრალური დასი და საერთაშორისო ფესტივალ „TheATRIUM“-ის ორგანიზატორი, წელს ფესტივალზე პოლონელი დრამატურგისა და რეჟისორის, დომან ნოვაკოვსკის პიესას - „არწივთა ზოგიერთი სახეობა“ წარმოადგენს.

 

სპექტაკლში ასაკითა და მსოფლმხედველობით სრულიად განსხვავებული ორი პერსონაჟი ერთმანეთს მოულოდნელ და დამაინტრიგებელ ვითარებაში ხვდება. ერთი თავისი ცხოვრებისეული გზის დასაწყისშია - სავსე ოცნებებით, ახალგაზრდული მაქსიმალიზმითა და იდეალიზმით. მეორე კი ცხოვრების დაისში იმყოფება, როდესაც დაგროვილი გამოცდილების შემდეგ ახალგაზრდობის მისწრაფებებსა და სურვილებს რეალისტის თვალით უყურებს. მან უკვე დამარხა თავისი ილუზორული იდეალები და აზრს უფრო მარტივ, მიწიერ საგნებში ეძებს. შეძლებს კი იგი რომანტიზებულ ახალგაზრდას თვალები აუხილოს ან დაარწმუნოს, რომ მის მიერ არჩეული გზა დამღუპველია?

 

ამ ჭიდილის კვალდაკვალ, დომან ნოვაკოვსკი მწვავედ საუბრობს ტელევიზიისა და მედიის მავნე ზეგავლენაზე - მათ აგრესიულ შეჭრაზე თანამედროვე მომხმარებლის გონებაში რეალური და მოჩვენებითი ღირებულებებით მანიპულირების გზით