

„სიყვარულის ხეივნები“ გრიბოედოვის თეატრში ივან ბუნინის ნაწარმოებების მიხედვით განხორციელებული პირველი დადგმაა ქართულ სცენაზე. სპექტაკლი ლეგენდარული ციკლის - „ბნელი ხეივნების“ - მოთხრობებს ეფუძნება: „პარიზში“, „მუზა“, „რუსია“, „მზის დარტყმა“, „მადრიდი“, „სავიზიტო ბარათები“, „გემი „სარატოვი“, „ბნელი ხეივნები“ და „კავკასია“. თავად ბუნინის თქმით, „ამ წიგნის ყველა მოთხრობა მხოლოდ სიყვარულზეა - მის „ბნელ“ და ხშირად ძალიან მწუხარე და სასტიკ ხეივნებზე“.
ავთანდილ ვარსიმაშვილის „ბედისწერის ისტორიები“ სიყვარულის რამდენიმე განსხვავებული ამბის თეატრალური სიმფონიაა - სპექტაკლის დახვეწილ „მაქმანში“ ერთმანეთში გადახლართული ისტორიები მაყურებელს თავისი სინაზით, სიღრმითა და მძაფრი ემოციებით იტაცებს. ზოგი სიყვარული უიღბლოა, ზოგი - ტრაგიკული, ზოგი კი მხოლოდ წამიერად იბადება, თუმცა თითოეული მათგანი ადამიანის ბედში კვალს ტოვებს. ამ ისტორიების მიღმა კი ერთი რამ უცვლელი რჩება: სიყვარული - ყველაზე ძლიერი და მშვენიერი განცდაა, რომლის გამოცდაც ადამიანს ცხოვრებაში შეუძლია.
ავტორი: ივან ბუნინი
დამდგმელი/სამხატვრო ხელმძღვანელი: ავთანდილ ვარსიმაშვილი (საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი) მირიან შველიძე (საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი)
კოსტიუმების მხატვარი: ნატალია კობახიძე
ქორეოგრაფი: დავით მეტრეველი
მსახიობები:
მიხეილ არჯევანიძე
ხატია ბერუაშვილი
ნატალია ვორონიუკი
ვასილ გაბაშვილი
ლაშა გურგენიძე
ლუკა ჯიშკარიანი
ნინა კალატოზიშვილი
კარინა ყენია
ნინო კიკაჩეიშვილი
მარიამ კიტია
სოფიო ლომჯარია
ირინა მეღვინეთუხუცესი
ოლეგ მჭედლიშვილი
ანა ნიკოლავა
ვლადიმერ ნოვოსარდოვი
დიმიტრი სპორიშევი
ვალერი ხარიუტჩენკო
ზურაბ ჭიპაშვილი