

სიყვარულის აჩრდილი
ერთ დღეს, წარმატებულმა მწერალმა, ჩარლზ კონდომაინმა, გადაწყვიტა სახლში პატარა სპირიტუალური სეანსი მოეწყო, რათა მედიუმის მუშაობას დაკვირვებოდა და ეს თავის ახალ რომანში აღეწერა. მედიუმი, მადამ არკატი, შემთხვევით იძახებს ჩარლზის გარდაცვლილი პირველი ცოლის, ელვირას სულს, რომელიც მაშინვე უპირისპირდება როგორც ყოფილ ქმარს, ისე მის ახალ მეუღლეს. მოჩვენება მეტად მოუსვენარი აღმოჩნდება – გმირების ცხოვრება თავდაყირა დგება და ყველაფერი არეულობაში გადადის. უბედური ქმარი ცდილობს, თავი დააღწიოს „სიყვარულის აჩრდილს“, მაგრამ ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდება. რატომ? ამ კითხვაზე პასუხს თავად მაყურებელი გასცემს.
ჟანრი:
ინგლისური კომედია ორ მოქმედებად
თარგმანი - მიხეილ მიშინი
დამდგმელი რეჟისორი:
ავთანდილ ვარსიმაშვილი
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ირინა მეღვინეთუხუცესი
მიხეილ არჯევანიძე
სოფო ლომჯარია
ნატალია ვორონიუკი
ოლეგ მჭედლიშვილი
ანა ნიკოლავა
ნინო გაჩეჩილაძე
სპექტაკლის ხანგრძლივობა - 2 საათი (ანტრაქტით)
ენა - რუსული (16+)