

სპექტაკლი გაიმართება სუბტიტრებით, ქართული სპექტაკლების პროგრამის „Showcase“-ის ფარგლებში
ნიკოლოზ გოგოლი - შეშლილის წერილები
დამდგმელი რეჟისორი და სცენოგრაფი - ლევან წულაძე
კოსტიუმების მხატვარი - ნინო სურგულაძე
მუსიკალური გამფორმებელი - ზურაბ გაგლოშვილი
რეჟისორის ასისტენტი - თამარ ფრუიძე
მონაწილეობენ:
ნიკა ხრიკული / ზუკა პაპუაშვილი, ნიკა კუჭავა, დუტა სხირტლაძე, ნიკა გოგიძე, ანუკა გრიგოლია, ანა ვასაძე / მარიამ ღვინიანიძე, თეონა ქოქრაშვილი
სპექტაკლის შესახებ:
არსებობს გზა პიროვნული თავისუფლებისკენ? შევძლებთ დავეთანხმოთ იმ პირობებსა და დაწესებულ საზღვრებს და ამავდროულად ვიფიქრებთ
რაღაც დიდსა და განსხვავებულზე?
ნეტავ არის რამე სხვა გზა?
საით მივექანებით ჩვენ ყველანი?
არსებობს კი პარალელური თავისუფლება?
თეატრის შესახებ:
თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, Factory Tbilisi - ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. თეატრი სახელოსნო 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.
ხანგრძლივობა | 90 წუთი, შესვენების გარეშე