

ქორეოგრაფია: შერონ იალი
თანაავტორი: გაი ბეჰარი
ორიგინალური მუსიკა: იოზეფ ლაიმონი
განათების დიზაინი: ალონ კოენი
კოსტიუმების დიზაინი: შერონ იალი, გაი ბეჰარი — ნოა იალ ბეჰართან თანამშრომლობით
3D პრინტის დიზაინი: By Serge H
კოსტიუმების დაამზადა: Bas et Hauts Atelier, პარიზი
გრიმის დიზაინი და საერთო სტილისტიკა: ნოა იალ ბეჰარი
მოცეკვავეები: დარენ დევანი, ხუან გილი, ელის გოდფრი, ჯონი მაკმილანი, კერენ ლური პარდესი, ნიცან რესლერი, ელოიზ ჟოკვიელი, გრეგორი ლაუ
რეპეტიციების ხელმძღვანელი: კლაიდ ემანუელ არჩერი
პროექტის მხარდამჭერები: Fondation BNP Paribas; საფრანგეთის კულტურის სამინისტრო — Direction régionale des affaires culturelles d'Île-de-France.
„სევდა მოვა დაგვიანებით" — შარონ იალის და გაი ბეჰარის დიდხანს ნანატრი ახალი სპექტაკლი — ამ ორი შემოქმედის ერთობლივი გზის კიდევ ერთი ვირტუოზული თავია, რომელიც იალის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. „სევდა მოვა დაგვიანებით" მოცეკვავის ყველაზე პირად ისტორიაზეა, რაც კი დღემდე შეუქმნია.
სპექტაკლი შერონის დედას, ადინა იალს ეძღვნება, თუმცა ეს არ არის რეკვიემი და არც გლოვის რიტუალი. ეს არის სიცოცხლის გაგრძელებაზე შექმნილი ნაწარმოები — იმ უხილავ კვალზე, რომელსაც ჩვენში ტოვებენ ადამიანები, როცა მიდიან. მათგან გვრჩება არა მხოლოდ მოგონებები, არამედ სხეული, მოძრაობა, სუნთქვა, მზერა, ჩვევები, რიტმი. ჩვენში ისინი განაგრძობენ არსებობას. ქორეოგრაფი მის არსს სამი წინადადებით გადმოსცემს:
„სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე გრძელდება.
სევდა გრძელდება, ისევე როგორც უმანკოება.
ასე აგრძელებს დედა სიცოცხლეს
🚪 კარის გაღების დრო: 19:30
⏳ ხანგრძლივობა: 55 წუთი
🔞 ასაკობრივი შეზღუდვა: 14+