

ჟანრი: სევდიანი კომედია 1 მოქმედებად
ენა: ქართული
რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი
ავტორი: ავთო ვარსიმაშვილი
მხატვარი: მირიან შველიძე
რეჟისორის ასისტენტი: რუსუდან შოშიტაშვილი
მსახიობები: ჯაბა კილაძე, მამუკა მუმლაძე, გიორგი ჯიქია, თათული ედიშერაშვილი
სპექტაკლის შესახებ:
სპექტაკლი „ჰალსტუხიანები და ანგელოზი“ არის კომედიური სპექტაკლი, რომლის პიესა დაიწერა „თავისუფალი თეატრისათვის“ ავთო ვარსიმაშვილის მიერ.
პიესის მოქმედება ხდება პოლიციის საკანში სადაც მოყავთ მოქალაქეები, რომლებმაც სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს, მათ დასაცავად მათთან მოდის გოგონა ადვოკატი. ნელ ნელა ირკვევა, რომ ისინი საკანში კი არ არიან, არამედ გაუგებარ ბუფერულ ზონაში, ხოლო გოგონა, ადვოკატი კი არაა, არამედ ანგელოზი. ზონაში უნდა გაირკვეს, რა ელით მათ, სამუდამოდ აქ დარჩებიან თუ დაბრუნდებიან უკან, სიცოცხლეში.
ძვირფასო მეგობრებო, ბილეთების შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ ასაკობრივ ზღვარს!
დაგვიანებული მაყურებელი პარტერში არ დაიშვება.
ხანგრძლივობა | 95 წუთი