თეატრის ბილეთები სამი გოჭი
თეატრის ბილეთები სამი გოჭი

სამი გოჭი

ბილეთის საყიდლად აირჩიეთ დრო
კვი
20 სექ, 16:00
16 ₾-დან
ორგანიზატორი: მოზარდ მაყურებელთა თეატრი
მოზარდ მაყურებელთა თეატრი

ასაკი: 5+
ჟანრი: ზღაპარი
ენა: ქართული
სუბტიტრები: ქართული
ხანგრძლივობა: 45 წუთი

 

რეჟისორი: გია მარღანია
ავტორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
მხატვრები: ნინო ჩიტაიშვილი, ვახტანგ ქორიძე
კომპოზიტორი: ზურაბ გაგლოშვილი
ქორეოგრაფი: გია მარღანია
რეჟისორის ასისტენტი: ინგა კაჭახიძე
მსახიობები: ვანო დუგლაძე, გიორგი ოქრუაშვილი, მარიამ ჩუხრუკიძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, რამონა მიქელაძე, ანა ზამბახიძე, გია მარღანია

 

სიუჟეტი:
მგელი ინგოლფი ცხოვრობს ნორვეგიაში, ვეგეტარიანელია და ძალიან უყვარს თავისი ბოსტნის მოვლა. ერთ დღეს იგი გადაწყვეტს, რომ აღასრულოს ბაბუასთვის მიცემული პირობა და ეწვიოს მეგობრებს, სამი გოჭის შვილიშვილებს. აღმოჩნდება, რომ ორი გოჭის სახლის განადგურებისა და მესამე სახლიდან კუდამოძუებული გაგდების შემდეგ, მგელს ჭკუა ასწავლეს და არასდროს დაუწუხებია ნიფნიფი, ნაფნაფი და ნუფნუფი — პირიქით, დამეგობრებულან კიდეც.

ინგოლფი პირველად ესტუმრება ნიფნიფის შვილიშვილ მადამ ნიფნიფურს, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და ოპერის მომღერალია, პრიმადონა. შემდეგ იტალიაში გადაინაცვლებს ნაფნაფის შვილიშვილ ანტონელა ნაფნაფინისთან, სახელგანთქმულ მოცეკვავესთან. ბოლოს კი საქართველოში, რაჭაში ჩამოვა ნუფნუფის შვილიშვილ დესპინე ნუფნუფიძესთან. ბაბუების მსგავსად, მგელი და სამივე გოჭიც დამეგობრდებიან.