თეატრის ბილეთები ოზის ჯადოქარი
თეატრის ბილეთები ოზის ჯადოქარი

ოზის ჯადოქარი

ბილეთის საყიდლად აირჩიეთ დრო
კვი
11 ოქტ, 18:00
18 ₾-დან
ორგანიზატორი: მოზარდ მაყურებელთა თეატრი
მოზარდ მაყურებელთა თეატრი

ფრენკ ბაუმის ნაწარმოების „ოზის ჯადოქრის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი.

 

მოულოდნელი ქარიშხლის შემდეგ მთავარი გმირი, პატარა გოგონა დოროთი, სახლიდან ძალიან შორს — ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩნდება. აქ ის ახალ მეგობრებს იძენს: საფრთხობელას, რკინის კაცს და ლომს.

 

კეთილი ჯადოქრებისა და ღეჭიების დახმარებით დოროთიმ უნდა მიაღწიოს ზურმუხტქალაქს და შეხვდეს ოზის ჯადოქარს. თუმცა გზა ოზამდე არავინ იცის — არც არავის უნახავს თავად ოზი და არც ის იცის ვინმემ, როგორ გამოიყურება ზურმუხტქალაქის ბრძანებელი.

 

დოროთის ყველაზე დიდი სურვილი სახლში დაბრუნებაა. იგი ყველაფერს აკეთებს ამისთვის, მაგრამ გზაზე მას ხელს უშლიან ბოროტი ჯადოქარი და მისი მფრინავი მაიმუნი. მათ გადაწყვეტილი აქვთ, გაანადგურონ დოროთი და მისი მეგობრები, წაართვან ჯადოსნური ფეხსაცმელი და ბოროტება გააბატონონ დედამიწაზე.

 

ეს არის ამბავი პატარა გოგონაზე, რომელმაც სიყვარულით, მეგობრობით, ერთგულებით და მიზანდასახულობით შეძლო ბოროტი ჯადოქრის დამარცხება და სახლში დაბრუნება.

 

როგორც მას ასწავლიდნენ:


„როცა რაღაც ძალიან გინდა და მიზნის მისაღწევად ბევრს შრომობ, შენი ნატვრა აუცილებლად აგისრულდება.“

 

ასაკობრივი კატეგორია: 6+