

უილიამ შექსპირი | ოტელო
რეჟისორი და სცენოგრაფი - ლევან წულაძე
ქორეოგრაფი - თინათინ წულაძე
მხატვარი - ნინო სურგულაძე
მუსიკალური გამფორმებელი - ზურაბ გაგლოშვილი
რეჟისორის ასისტენტი - ქეთევან კანტიძე
მონაწილეობენ:
ოტელო - ნიკა კუჭავა
იაგო - პაატა პაპუაშვილი
დეზდემონა - ანუკა გრიგოლია
კასიო - ანდრია გველესიანი
ემილია - ანა ვასაძე
ბიანკა - მარიამ ღვინიანიძე
როდრიგო - ირაკლი ლომიძე
მონტანო - გიორგი გრძელიძე
სპექტაკლის შესახებ:
ოტელო - სიყვარული ომის შემდეგ.
ომი არამხოლოდ სამყაროს დამანგრეველი ძალაა, არამედ ადამიანების დაშლის მდგომარეობა, ომიდან ადამიანები სახლში ბრუნდებიან, ცოცხალია მათი მეხსიერებაც. მკვლელობა დანაშაული აღარ არის, როდესაც თავად ფსიქოლოგიურად შეცვლილები ბრუნდებიან. ვნება, სიყვარული, უკეთესი მომავლის იმედი? თუ ეჭვისა და შურისძიების გზების ძიება.
თეატრის შესახებ:
თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, Factory Tbilisi - ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. თეატრი სახელოსნო 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.
ასაკობრივი შეზღუდვა: 14+
სპექტაკლის ხანგრძლივობა | 130 წუთი, ერთი შესვენებით