

ხანგრძლივობა: 75 წუთი
ავტორი: ანათ გოვი
რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
ხორეოგრაფი: გია მარღანია
სცენოგრაფი: ლომგულ მურუსიძე
მხატვარი: ზურაბ გაგლოშვილი
მხარდამჭერი რეჟისორი: ხათუნა საძაგლიშვილი
როლებში: თამარ ჭანუყვაძე, ნიკოლოზ ფაიქრიძე
ისრაელელი დრამატურგის ანათ გოვის (1953–2012) პიესა ეხება აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა რელიგია და რწმენა, ფემინიზმი, ადამიანის სული და პიროვნების ადგილი თანამედროვე საზოგადოებაში, ასევე სხვა მრავალი მნიშვნელოვანი თემები.
ეს არის უცნაური, თუმცა ემოციურად ძლიერი ამბავი, სავსე იუმორითა და სევდით, ათეისტ ფსიქოლოგ ქალზე, რომელსაც მოულოდნელად სტუმრად ეწვევა თვით ღმერთი, თუმცა ოდნავ უჩვეულო ფორმით — პაციენტის ამპლუაში. გადაღლილი და კაცობრიობაზე განაწყენებული ღმერთი გადაწყვეტს ფსიქოლოგს ესტუმროს, რათა თავის თავში აკვიატებული აზრი მეორედ მოსვლის შესახებ საბოლოოდ დაძლიოს.
წარმოდგენა წარმოადგენს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის ერთობლივ პროექტს. პრემიერა გაიმართება როგორც ოზურგეთში, ასევე თბილისში.
სპექტაკლი ეძღვნება მსახიობი ზურა ბერიკაშვილის ნათელ ხსოვნას, რომელიც სწორედ ამ პიესაში შეასრულა თავისი უკანასკნელი როლი მარჯანიშვილის თეატრში.
რეკომენდებული ასაკი: 15+