

რეჟისორი: მაია ჩართოლანი
მხატვარი: ქეთევან თოდაძე
ქორეოგრაფი: ნიკოლოზ ნანიტაშვილი
მუსიკალური გაფორმება: დავით მალაზონია
მსახიობები: თორნიკე ბელთაძე
ანკა ხურციძე
ირაკლი მანაგაძე
კახა ჯოხაძე
ქრისტინე ბერუაშვილი
ნინო ლეჟავა
მარიამ კალატოზიშვილი
შალვა ანთელავა
თეკლა კიკუტაძე
დამიანე ნავაძე
ნიკოლოზ და ტასო ხიზანიშვილები
„ნაცარქექია“ — ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით შექმნილი სახალისო და თავგადასავლებით სავსე სპექტაკლი.
ნაცარქექია მოხერხებული, ჭკვიანი და ენამახვილი გმირია, რომელიც უსამართლობასა და ბოროტებას საკუთარი გამჭრიახობითა და საზრიანობით უპირისპირდება. წინ არაერთი სირთულე და გამოცდა ელის, თუმცა მისი მთავარი ძალა არა ფიზიკური სიმტკიცე, არამედ გონიერება და მოხერხებულობაა.
ეს არის ამბავი სიკეთის, სამართლიანობისა და გონების ძალაზე — სადაც საბოლოოდ გამარჯვება მას რჩება, ვინც ყველაზე ჭკვიანურად მოქმედებს.