

ნაცარქექია
ნაცარქექია - ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც ცნობილი ქართული ზრაპრების სიუჟეტურ ფრაგმენტებს ეფუძვნება. წარმოდგენის კიდევ ერთი, განსხვავებული ინტერპრეტაცია სხვადასხვა, მაყურებლისათვის კარგად ცნობილ ზრაპრულ პერსონაჟებს ერთ სიუჟეტში აერთიანებს. წარმოდგენაში ამბავი ნაცარქექიას პერსონჟის ირგვლივ ვითარდება. აქვე ვხვდებით კომბლეს, ცბიერი მელიას, ჭინჭრაქას, მეფის ასულის, თხისა თუ კრავის პერსონაჟებს. იცვლება სიუჟეტი, მაგრამ არ იცვლება სიკეთის, მეგობრობისა და სიყვარულის მარადიული იდეალები.
ინსცენირების ავტორი: ნერონ აბულაძე
რეჟისორი: თამაზ იმნაძე
მხატვარი: ირინა ტკაჩენკო
ტექნიკური რეჟისორი: ანა ბეჟაშვილი
მონაწილეობენ:
თამთა ბაქრაძე, თათია ბაქრაძე, ირინა კუკულაძე, მარიკა ძაგნიძე, ვახტანგ ჭელიძე, მალხაზ გაბუნია, გიორგი ღონღაძე, დავით ბერიძე.
ასაკი: 3+
ხანგრძლივობა: 50 წთ.