

თოჯინებით მოყოლილი, ფაიფურის ბალერინასა და პატარა კეთილშობილი თაგუნას მხიარული, თუმცა ფათერაკებით სავსე თავგადასავალი. მეგობრობისთვის და მეგობრისთვის ჩადენილი გმირობა, გმირობა რომელიც მზის სხივივით ათბობს და ანათებს სამყაროს.
ინსცენირების ავტორი, მხატვარი და რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი
კომპოზიტორი შალვა მაცხონაშვილი
მხატვარ-მეთოჯინე ვახტანგ ქორიძე
მონაწილეობენ:
ნინო ჩადუნელი
ნინო ჯავახიშვილი
ადელინა გოგუაძე
ანკა ხურციძე
ირაკლი მანაგაძე
ლეონიდ გულუა
ხანგრძლივობა: 1 საათი