

რეჟისორი: ზურაბ გეწაძე
პიესის ავტორი: ბასა ჯანიკაშვილი
მხატვარი: გვანცა ჯავახიშვილი
მუსიკალური გაფორმება: ზურაბ გეწაძე
ტექნიკური რეჟისორი: რუსუდან შოშიტაიშვილი
მონაწილეობენ: ვატო სანიკიძე, მარიამ მღებრიშვილი, მაშიკო თვალაბეიშვილი, ირაკლი ჯიშკარიანი, ვანო თარხნიშვილი, ნინი ურუმაშვილი, კახა მიქიაშვილი, კესო დვალიშვილი, ნინა შონია
სპეციალური მოწვევით: ნიკოლოზ წულუკიძე
"მშვიდობით, თემურ!" - კომედია ერთ მოქმედებად, რომელიც გაგაცინებთ, დაგაფიქრებთ და გულგრილს არ დაგტოვებთ!
ბასა ჯანიკაშვილის კომედია „მშვიდობით, თემურ!“ გვიყვება უბრალო კაცის ისტორიას, რომელიც ფინანსური სიდუხჭირისა და ოჯახური პრობლემების გამო თვითმკვლელობას გადაწყვეტს.
თემურის სუიციდის მცდელობა მოვლენათა ჯაჭვის დასაწყისად იქცევა, სადაც სესხის ოფიცერი, პარლამენტარი, მხატვარი, ჟურნალისტი და სხვანი – მის უბედურებას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. სოციალური სატირა, სადაც ყველა ცდილობს თემურის სიკვდილი საკუთარი სარგებლისთვის გამოიყენოს.
ეს არის დრამატული და ამავდროულად კომედიური ნაწარმოები, რომელიც გვაფიქრებინებს თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ და იდეურ თავისებურებებზე. საქართველო 2020-იანებში, სადაც აბსურდი რეალობას აღემატება.