

სპექტაკლი - ,,მაკნატუნა’’
რეჟისორი, ინცენირების ავტორი - სალომე ჯიჯავაძე ერნსტ ჰოფმანის მიხედვით
მხატვარი - დავით ტაკიძე
ქორეოგრაფი - გიორგი გოგიშვილი
მუსიკალური გამფორმებელი - ირმა გოგელია
რეჟისორის თანაშემწე - ნანა თოლორდავა
მონაწილეობენ:
ვანო მაღლაკელიძე სალომე ცაგურია ალექსანდრე გაბაიძე გიორგი ბაბილოძე მანანა გოგიტიძე ქეთევან ეგუტიძე ირმა მგელაძე მარიკა ბულეიშვილი სოფიო ცინცაძე მერი დიასამიძე მინდია ჩოხარაძე თედო ტუღუში გიორგი არველაძე ირაკლი იორამაშვილი ლევან მიდილიში ნინი სურმანიძე - მოწვეული ბალერინა
აღწერა:
,,შორეულ ტკბილეულის სამეფოში, კანფეტების მანათობელ სასახლეში, შობის ღამეს, თოვლის ფიფქებთან ერთად იბადება სასწაულები…
სწორედ ასეთ ღამეს იწყება მარიას საოცარი თავგადასავალი. მარია და ფრიტცი დედასთან ერთად ატარებენ შობის საღამოს. ამ დროს მარია იღებს უცნაურ, მოულოდნელ საჩუქარს - მაკნატუნას, რომელიც ჩვეულებრივი სათამაშო სულაც არ არის.
შუაღამისას მაკნატუნა ნამდვილ ჯარისკაცად იქცევა და მარია აღმოჩნდება მის გვერდით, ჯადოსნურ სამყაროში. მათ ერთად უწევთ ბრძოლა თაგვების მეფესთან. გამარჯვების შემდეგ კი მოგზაურობა იწყება ტკბილეულით სავსე სამეფოსკენ, იქ, სადაც ყოველი წამი სიყვარულით, სინათლით და საოცრებებით არის გამთბარი. სცენაზე წარმოდგენილი დინამიკური ეპიზოდები, მრავალფეროვანი სცენოგრაფია და მსახიობების მაღალი ოსტატობა ქმნის დაუვიწყარ სანახაობას.
სპექტაკლი ეხება ისეთ ღირებულ თემებს, როგორებიცაა: სიყვარული, გულწრფელობა, მეგობრობა, სიკეთე, ბოროტება და რწმენა.
სარეკომენდაიო ასაკი: 3+
ხანგრძლივობა: 50 წთ