

„მაკბეტი“- უილიამ შექსპირის ტრაგედიის მიხედვით. სპექტაკლის სცენური ვერსია და რეჟისურა ეკუთვნის გოჩა კაპანაძეს, მხატვარი ლომგულ მურუსიძეა, კოსტუმების მხატვარი ქეთი ციციშვილი, ტექნიკური რეჟისორი ეკატერინე ანთია.
ლედი მაკბეტის როლი საქართველოს სახალხო არტისტმა, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობმა ნანა ფაჩუაშვილმა და ოზურგეთის თეატრის მსახიობმა თამარ მდინარაძემ შეასრულეს. სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ: გიორგი დოლიძე (მაკბეტი), ბელა კიკვაძე, შორენა გვეტაძე და თეა შარვაშიძე (კუდიანები), ლუკა მეგრელაძე (ბენქო).