

რეჟისორი - სალომე ჯიჯავაძე
მიუზიკლი - ვესტსაიდის ისტორიის მიხედვით
ინსცენირების ავტორი - სალომე ჯიჯავაძე
დამდგმელი მხატვარი - დავით ტაკიძე
ქორეოგრაფი - გიორგი გოგიშვილი
ლიბრეტოს ავტორი - მაკა აროშიძე
ვოკალის პედაგოგი - ირმა გოგელია
მხატვარ-შემსრულებელი - გიორგი გოგიტიძე
მხატვარ-გამნათებელი - რეზი ლორთქიფანიძე
ხმის რეჟისორი - გურანდა გელაძე
რეჟისორის თანაშემწე - ნანა თოლორდავა
მონაწილეობენ:
სალომე დოლიძე, გიორგი ბაბილოძე, სალომე ცაგურია, მამუკა მანჯგალაძე, გიორგი არველაძე, ვანო მაღლაკელიძე, ირმა მგელაძე, სოფიო ცინცაძე, ალექსანდრე გაბაიძე, თედო ტუღუში, რევაზ ხოფერია, ანრი ჩაგუნავა, ზუკა ხოფერია.
მოწვეული მოცეკვავეები:
ნინი სურმანიძე, ნიკა თავდგირიძე, მეგი ბაჯელიძე, ელენე ანთიძე, მაია მუმლაძე, ნინი ზოიძე, გიორგი რამიშვილი, გიორგი ჯინჭარაძე.
ანოტაცია
,,ამბავი, რომელსაც სცენიდან გიყვებით, ორ მეტოქე ჯგუფს ეხება, რომელთა შორის არსებული საზღვრის გადაკვეთა აკრძალულია. ეს არის ქუჩები, სადაც სიყვარული სისუსტედ ითვლება, ხოლო ძალადობა - გადარჩენის საშუალებად. ამ გარემოში ტონი და მარია ხვდებიან ერთმანეთს. მათი გრძნობა იმ სივრცეში იბადება, სადაც სიყვარულისთვის თითქოს ადგილი აღარ არის. ისინი ცდილობენ, ერთმანეთი აირჩიონ, მაგრამ ირგვლივ გამეფებული სიძულვილი ახალგაზრდებს არჩევანის თავისუფლებას არ უტოვებს. როდესაც სიყვარული შურისძიებას უპირისპირდება, მხოლოდ ერთი კითხვა რჩება: შეუძლია სიყვარულს გადაარჩინოს ისინი სამყაროსგან, რომელმაც თავად ეს გრძნობა დაივიწყა?
,,LOVE is…” - ეს არის ამბავი სიყვარულზე, რომელიც სიძულვილზე ძლიერი აღმოჩნდა, მაგრამ სიძულვილითა და ძალადობით აღსავსე სამყაროში გადარჩენა ვერ შეძლო.”
სარეკომენდაციო ასაკი: 16+
ხანგრძლივობა: 75 წთ.