

თეატრალური კომპანია Dewey Dell (იტალია)
Le Sacre du Printemps / „კურთხეული გაზაფხული“
მუსიკა იგორ სტრავინსკისა
ნაწარმოები განხორციელდა ემილია რომანიას რეგიონის კულტურის ფონდის ATER Fondazione და Societas Teatro Comandini-ს მხარდაჭერით
დადგმა დაჯილდოვდა DANZA&DANZA პრემიით , როგორც 2023 წლის საუკეთესო იტალიური საცეკვაო დადგმა
2024 წელს საუკეთესო კოსტიუმებისთვის იგი გახდა იტალიის თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული პროფესიული პრემიის Premio Ubu ნომინანტი
კონცეფცია და რეჟისურა: აგატა კასტელუჩი, თეოდორა კასტელუჩი, ვიტო მატერა
ქორეოგრაფია: თეოდორა კასტელუჩი
დრამატურგია, განათების და სცენის დიზაინი: ვიტო მატერა
შთამბეჭდავი, თითქმის ჰიპნოზური სცენოგრაფიითა და ვირტუოზული მოძრაობით შექმნილი ეს დადგმა კლასიკური ბალეტის ტრადიციულ საზღვრებს სცდება და მაყურებელს მძაფრ, თითქმის შამანურ გამოცდილებაში ითრევს. აქ Dewey Dell საკუთარ, სრულიად გამორჩეულ ხელწერას ამკვიდრებს — იქ, სადაც მხატვრული ექსპერიმენტი პირველყოფილ ემოციას ხვდება „კურთხეული გაზაფხული“ მთლიან თეატრალურ აქტად გარდაიქმნება, სადაც ყოველი მოძრაობა იკვლევს ადამიანის კავშირს ბუნებასთან, სხეულთან და კოლექტიური რიტუალის უძველეს ძალასთან.
Dewey Dell — იტალიური ცეკვისა და საშემსრულებლო ხელოვნების დასი, რომელიც 2006 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს და აერთიანებს თეოდორა კასტელუჩის, აგატა კასტელუჩის, ვიტო მატერასა და მუსიკოს დემეტრიო კასტელუჩის შემოქმედებით ძალასა და ინდივიდუალურ ხედვას ერთიან, თანმიმდევრულ არტისტულ სტრუქტურაში.
🚪 კარის გაღების დრო: 19:30
⏳ ხანგრძლივობა: 50 წუთი
🔞 ასაკობრივი შეზღუდვა: 12+