

„ხანუმა“
გრიბოედოვის თეატრის სცენაზე ავქსენტი ცაგარლის უკვდავი ვოდევილი „ხანუმა“ თანამედროვე გააზრებით გვხვდება.. სპექტაკლის რეჟისორი ანდრო ენუქიძე მაყურებელს სთავაზობს კონცეფციას საკმაოდ პოპულარულ მეთოდს - „სპექტაკლი სპექტაკლში“, სადაც მოქმედება 1851 წლის თბილისის ქარვასლის თეატრიდან იწყება და ფანტიაშვილებისა და ტყუილ-კოტრიანცების ნაცნობ თავგადასავალში გადადის.
სპექტაკლი ცდება ტრადიციული თბილისური ეზოს ჩარჩოებს - მინიმალისტური სცენოგრაფია და თანამედროვე აქცენტებით გამორჩეული კოსტიუმები წარმოდგენას ეპოქათა შორის ხასიათს ანიჭებს. ეს არის ირონიითა და კულტურული ალუზიებით დახუნძლული სანახაობა, რომელიც ძველი ტიფლისის კოლორიტსა და თანამედროვე სათეატრო ენას აკავშირებს.
ავტორი:
ავქსენტი ცაგარელი
ჟანრი:
კომედია ორ მოქმედებად
სასცენო ვერსიის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი:
ანდრო ენუქიძე
სცენოგრაფი
შოთა ბაგალიშვილი
ქორეოგრაფი
კოტე ფურცელაძე
სიმღერების ავტორი
ანუკი ცქვიტინიძე
სიმღერების ტექსტების ავტორი
ანა ნიკოლავა
კოსტიუმების მხატვარი
ანანო დოლიძე
პოსტერის დიზაინერი
ნუცა ჭინჭარული
რეჟისორის ასისტენტი
ეკატერინე ფანჯიკიძე
მსახიობები:
მარიამ კიტია
აპოლონ კუბლაშვილი
მარიამ ფსუტური
ირინა მეღვინეთუხუცესი
ბადრი ბეგალიშვილი
მიხეილ არჯევანიძე
სოფიო ლომჯარია
ლაშა გურგენიძე
ოლეგ მჭედლიშვილი
ნატალია ვორონიუკი
ქრისტინე ბერუაშვილი
არჩილ ბარათაშვილი
სლავა ნათენაძე
ნინო გაჩეჩილაძე
ოთო ლორთქიფანიძე
ნიკოლოზ დგებუაძე
ანა ნიკოლავა
ნინო კალატოზიშვილი
დავით კოტოვი, ვლადიმერ ნოვოსარდოვი, დიმიტრი სპორიშევი
ენა - რუსული (12+)