

მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილი რომანის „ჯაყოს ხიზნების“ სცენურ ინტერპრეტაციას ნიკოლოზ საბაშვილი განსხვავებული თეატრალური ფორმით გვიყვება. სადაც სხვადასხვა თეატრალური გამომსახველობითი საშუალებებით ,ცოცხალი პლანისა და თოჯინების სინთეზით ამბავი ერთ დრამატულ სცენაზე თამაშდება.
სპექტაკლი გვაფიქრებს საკუთარ თავზე -რომელიც ძალაუფლებასა და ადამიანურ ღირსებას შორის თამაშში იკარგება.
მიზანს სცენათა კონტრასტული მონაცვლეობა ლიტერატურული პირველწყაროს სიუჟეტურ თანმიმდევრობას მიყვება, თუმცა რეჟისორი ავტორისეულ ტექსტთან მიმართებაში ფამილარულ ჩარევებს არ ერიდება და მაყურებელს სრულიად განსხვავებულ თეატრალურ ინტერპრეტაციას სთავაზობს. წარმოდგენის მუსიკალური და მხატვრული გაფორმება რეჟისორის კონცეფციის ორგანული ნაწილია.
უნდა აღინიშნოს, რომ სპექტაკლი საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებისა და თოჯინების სახლის ერთობლივი კოლაბორაციაა, მონაწილე მსახიობები კი გაერთიანებაში შემავალი თეატრების დასის წევრები არიან. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
ასაკი 18+