

რა იწვევს ურთიერთობაში კრიზისსა და დანაშაულის შეგრძნებას?
როგორია ორი ეგოისტი ადამიანის თანაცხოვრება?
სპექტაკლი " ღამე მშვიდობისა დედა" იკვლევს ორი სრულიად განსხვავებული ქალის თანაცხოვრებას. მათი ყოველდღიურობა სავსეა სარკაზმითა და უპატივცემულობით, ცხადი და აქტუალური თემებით, სადაც ზღვარი მშობლისა და შვილის ურთიერთობაში დარღვეულია.
წარსულში დაშვებული შეცდომების გამო, გმირები რთული რეალობის წინაშე დგანან. მათ მხოლოდ ერთმანეთის გადარჩენა შეუძლიათ, თუმცა სწორედ ასეთ მძიმე სიტუაციაში აღმოვაჩენთ ხოლმე, ვინ დგას ჩვენს გვერდით და ვინ არა.
ამ და სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ, გელოდებით თავისუფალ თეატრში.
ავტორი - მარშა ნორმანი
რეჟისორი - ენრი ვერულიძე
მსახიობები - თამუნა ნიკოლაძე, დარეჯან ჯოჯუა,
მხატვარი - თინა გობეჯიშვილი
გრაფიკული დიზაინერი - ანასტასია ჩუბინიძე
სასცენო მოძრაობა - ლაშა მძინარაშვილი
პროექტის მენეჯერი - ევა გვრიტიშვილი
რეჟისორის ასისტენტი - თეა ფადიურაშვილი
მოქმედი პირები :
ჯესი ქეითსი ( თ. ნიკოლაძე)
თელმა ქეითსი ( დ. ჯოჯუა)
სპექტაკლში გამოყენებულია:
The Mamas & the Papas, Harold Budd - ის მელოდიები
მხარდამჭერები | თბილისის მერია, თავისუფალი თეატრი, თეატრალური კომპანია რესპუბლიკა სცენა
ძვირფასო მეგობრებო, ბილეთების შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ ასაკობრივ ზღვარს!
დაგვიანებული მაყურებელი პარტერში არ დაიშვება
ხანგრძლივობა | 75 წუთი