

„კარიბჭე“ თვითშემეცნების სიმბოლური თამაშია, რომელიც მონაწილეს საკუთარ თავთან გულწრფელი შეხვედრისკენ მიუძღვება. აქ არ არსებობს სწორი პასუხი, გამარჯვებული ან დამარცხებული. გამარჯვებულია ყველა, ვინც ერთ კარიბჭეს მაინც გაივლის.
თამაში რამდენიმე რაუნდისგან შედგება და თითოეული რაუნდი ახალი კარის გაღებაა. თემებია: მე და ჩემი ნამდვილი თავი, შიშები და შეზღუდვები, სურვილები და არჩევანი, ურთიერთობები, ჩემი ძალა და რესურსები, ცხოვრების აზრი და ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.
თამაშის მთავარი ინსტრუმენტებია ზარი, მცველი, სიჩუმე და მოსმენა. კარიბჭე ზარით იხსნება და ზარითვე იხურება. მცველი წრეში ხელიდან ხელში გადადის. ის პასუხებს არ იძლევა, მხოლოდ კარიბჭეს იცავს. საუბრობს მხოლოდ ის, ვის ხელშიც მცველია, დანარჩენები კი უსმენენ.
თამაშის ფასილიტატორი- ნინო ეფხოშვილი.
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება