

რეჟისორი: მაილ გეორგი ნიეტო
განათების დიზაინი: ფლავიო მარილიანი
კოსტიუმები: ანა ვერა
სცენოგრაფი: ვისენტ მაუ
მაგიური რეალიზმი, მარკესის მაკონდო და ბრძოლა ისტორიული სიმართლისთვის - კოლუმბია-იტალიის კოპროდუქცია „ერთი ბანანისთვის“ ფესტივალზე!
წარმოდგენა გაბრიელ გარსია მარკესის უკვდავი შემოქმედებისა და რეალური ისტორიული ტრაგედიის - 1928 წლის ბანანის პლანტაციების მუშათა ხოცვა-ჟლეტის ერთგვარი ხარკია.
მთავარ პერსონაჟ იზაბელთან ერთად მაყურებელი პირდაპირ მაკონდოში ინაცვლებს - ქალაქში, სადაც ბანანის გიგანტი კომპანიის შემოსვლამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. იზაბელის მონათხრობი აცოცხლებს კოლუმბიის ოფიციალური ისტორიიდან ამოშლილ რეალობას, კორპორაციების დაუსჯელობას, ნარკოტრაფიკის საწყისებსა და უსამართლობის წინააღმდეგ გაჩენილ პროტესტს.