

ფეხბურთელები”
ბურთიც უნდათ.
ბოლო სიტყვაც.
მთელი სამყაროც.
თექვსმეტი–ჩვიდმეტი წლისები არიან და ყველაფერი ერთად ხდება: პირველი სიყვარული, მეგობრებთან ჩხუბი საიდუმლოები, რომლებსაც ვერავის უმხელ… და ფეხბურთის ფინალი, რომელიც აუცილებლად უნდა მოიგონ!
კეთილი იყოს შენი მოსვლა გუნდში! აქ ერთმანეთს ნერვებსაც უშლიან და ერთმანეთისთვის თავსაც გადადებენ.
„ფეხბურთელები“ - სიცილით, ბრაზითა და სიცოცხლით სავსე ამბავი გოგოებზე, რომლებსაც დიდი ოცნებები აქვთ და დაიღალნენ იმის მოსმენით, რომ რაღაც არ შეუძლიათ. ერთად სწავლობენ თამაშს, ერთმანეთის მოსმენას და დაცვას - მოედანზეც და მის გარეთაც.
სამეფო უბნის თეატრი გიწვევთ ახალ სპექტაკლზე მოზარდებისთვის და ყველასთვის, ვინც მოზარდი იყო.
წამოიყვანე შენი გუნდი!
მონაწილეები და სპექტაკლის შემქმნელები: ნია გუგავა, მანუ თავაძე, ბაია კერესელიძე, ელენე მინდიაშვილი, მარიამ მღებრიშვილი, ქეთი ჯავახიშვილი, / სცენოგრაფი: ქეთევან ნადიბაიძე / კოსტიუმების მხატვარი: ნუცა კერესელიძე / კომპოზიტორი: ნინი ბანცაძე