

148-ე სეზონი (2026-2027წწ)
სცენა " დიდი სცენა"
პ რ ე მ ი ე რ ა
რეისი LP 43-20
ლუჩიან ბელიანუს პიესის ,,მოდარაჯე ძაღლები“- ს მიხედვით
ერთ მოქმედებად
რეჟისორი - ანდრო ენუქიძე
მხატვარი - გოგლა გოგიბერიძე
ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე
რეჟისორის თანაშემწე – თეონა ლორთქიფანიძე, ელენე კომახიძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
გიორგი ძია - ზაალ გოგუაძე
ვანო - ტიტე კომახიძე
პავლე - დავით ჯაყელი
დიანა - ანანო იაშვილი
ანოტაცია:
„რეისი LP 43-20“ რუმინელი ავტორის, ლუჩიან ბელიანუს „მოდარაჯე ძაღლების“ მიხედვით შექმნილი პიესაა.
ეს დრამატული, ადამიანური ტრანვებით გაჯერებული ისტორია აეროპორტში ვითარდება. სიუჟეტური ქარგა შემდეგია: აეროპორტის ორ თანამშრომლეს - ხანდაზმულ ძია ჟორასა და ახალგაზრდა პავლეს, უცნობი ქალი - დიანა, ლისაბონში გასაფრენად გამზადებული თვითმფრინავის ბორტამდე მიღწევას თხოვს.
დიანას სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, რადგან სამი თვის მანძილზე არაფერი გაუგია ლისაბონში საშოვარზე წასული ქმრისაგან. რას მოიმოქმედებენ აეროპორტის თანამშრომლები, ან - როგორ გადაწყდება დიანას ბედი? ზოგადათ, რას უქადის ჩვეულებრივ ადამიანებს თავისი ყოველდღიური, ჩვეულებრივი პრობლემებით დახუნძლული ცხოვრება, რომელიც, კაცმა რომ თქვას, თითქოს ცაშია გამოკიდებული და რეალური საყრდენი არ გააჩნია?
რეჟისორი ანდრო ენუქიძე, მარადიულმა კითხვამ ჩააფიქრა, რადგან, ეკლესიასტეს ამაოება ამაოებისა არ იყოს, წარმავალობაზე მარადიული მართლაც არაფერია.
სალარო : თეატრის სალარო მდებარეობს ბათუმის დრამატული თეატრის ძირითად შენობაში, მის : რუსთაველის № 1
სალაროს ნომერი - 0422 27 31 80
სალარო მუშაობს ყოველ დღე გარდა ორშაბათისა - 12:00 დან 19:00 მდე
დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე - 0422 27 42 83 / 577 980 858
სცენის მისამართები : "დიდი სცენა" & "ექსპერიმენტული სცენა" - შ.რუსთაველის №1 ;
"მცირე სცენა" - ა.მელაშვილის №32
ძვრიფასო მეგობრებო, ბილეთების შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ : ასაკობრივ ზღვარს ! დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში არ დაიშვება !
ასაკობრივი შეზღუდვა 16+