თეატრის ბილეთები ფედრა ცეცხლის ალში
თეატრის ბილეთები ფედრა ცეცხლის ალში

ფედრა ცეცხლის ალში

გაყიდვა მალე დაიწყება

ორგანიზატორი: სამეფო უბნის თეატრი
სამეფო უბნის თეატრი
ენა:ქართული

სპექტაკლის შესახებ

 

ფედრა, ათენის მეფის თეზევსის ცოლი, დაიღალა. დაიღალა წლების განმავლობაში საკუთარი სურვილების შენიღბვით, ხალხის სიყვარულით განებივრებული დედოფლის როლის თამაშით და შორეულ წარსულში მინოტავრის დამმარცხებელი გმირი მეუღლის ჩრდილში ყოფნით. თითქოს ადგილს ვეღარ პოულობს. მხოლოდ ქმრის დანამატ სამკაულად გრძნობს თავს. სასახლის მტკიცე გალავნითაა გარშემორტყმული და ჩიხში ექცევა. სამეფოში ახალი სარძლოს, მომხიბვლელი პერსეას გამოჩენით კი ყველაფერი თავდაყირა დგება. ფედრა თითქოს ლაბირინთში ეხვევა და ხანგრძლივი ძილის შემდეგ ფხიზლდება, უფრო და უფრო თამამდება, ახსენდება ის, რაც უკვე დიდი ხანია დაავიწყდა: საკუთარი თავი. ძალაუფლებისთვის ბრძოლით შეპყრობილი, რელიგიური და სახელმწიფო მმართველების ხელში ფედრას ბედნიერების ძიება მომაკვდინებელ იარაღად იქცევა. ბერძნული მითის თანამედროვე ინტერპრეტაციით, მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილი ადამიანის თავისუფლების და საზოგადოებრივი ნორმების ურთიერთკავშირების, პოლიტიკურ-რელიგიური ინტრიგების შესახებ მოგვითხრობს.

 

ავტორი | ნინო ხარატიშვილი

 

რეჟისორი | ნინო ხარატიშვილი

 

მხატვარი | იულის ბ. ნოვიკოვა,გუნა მაიერი

 

მონაწილრობენ | ნატა მურვანიძე, ნინო ბურდული/ბაია დვალიშვილი, ზაალ ჩიქობავა, ნატუკა კახიძე, ანანო მახარაძე, გაგა შიშინაშვილი

 

ასაკობრივი შეზღუდვა 16+

 

ხანგრძლივობა | 160 წუთი

 

დაგვიანებული მაყურებელი სპექტაკლზე არ დაიშვება