თეატრის ბილეთები ეს ასეა (თუკი თქვენ გეჩვენებათ, რომ ასეა)
თეატრის ბილეთები ეს ასეა (თუკი თქვენ გეჩვენებათ, რომ ასეა)

ეს ასეა (თუკი თქვენ გეჩვენებათ, რომ ასეა)

ყველა ბილეთი გაყიდულია

ორგანიზატორი: თუმანიშვილის თეატრი
თუმანიშვილის თეატრი

ლუიჯი პირანდელო

 

თარგმანი - ხათუნა ცხადაძე

 

რეჟისორი - გოგი მარგველაშვილი

 

მხატვარი - ნინო ჩიტაიშვილი

 

ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე

 

ტექნიკური რეჟისორი - სოფიო ორჯონიკიძე, მარიამ ჟამერაშვილი

 

 

მონაწილეობენ:

 

გია აბესალაშვილი, რუსუდან ბოლქვაძე, თემო გვალია, ანა-მარია გურგენიშვილი, ნინო ლორთქიფანიძე, ანა მატუაშვილი, გოგა პიპინაშვილი, გია როინიშვილი, ეკა ჩხეიძე, დარეჯან ხაჩიძე, დარეჯან ჯოჯუა.

 

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი - თორნიკე ნუკრაძე

 

 

სპექტაკლის შესახებ:

 

ამ დრამის მთავარი არსი ისაა რომ ადამიანებს გააგებინოს ერთი ჭეშმარიტება...ყოველი ჩვენთაგანი ამაოდ წარმოიდგენს თავს „მთლიან“ და განუყოფელ არსებად, როცა სინამდვილეში ჩვენში აურაცხელი მოჩვენებითი სახეებია... იმდენი რამდენის გამოვლენის საშუალებაც მოგვეცემა... თითოეულ ჩვენთაგანს უნარი აქვს ერთთან ერთი იყოს, მეორესთან - მეორე, მაგრამ ამავე დროს თავს მაინც ილუზიებით ვინუგეშებთ, ვითომ ყველასთან ერთნაირი ვართ, რომ ყოველ ჩვენს მოქმედებაში ჩვენს „მთლიან შინაგან არსს“ ვინარჩუნებთ!..

 

სპექტაკლის ხანგრძლივობა | 90 წუთი / ორ მოქმედებად