

„ემიგრანტები“
პოლონელი დრამატურგის, სლავომირ მროჟეკის 1970-იან წლებში დაწერილი პიესა „ემიგრანტები“ არ კარგავს აქტუალობას.
სიუჟეტი ვითარდება ორ ემიგრანტს შორის, რომელთა კამათი უბრალო კომფლიქტს სცდება და მარადიულ კითხვებში გადადის - იცხოვრო ისე, როგორც ყველა, თუ ყველაფერში ეძიო აზრი? ნოსტალგია, ირონია, უკეთეს ცხოვრებაზე ოცნება და გულწრფელობა - ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული არავინ რჩება.
ჩნდება ბუნებრივი კითხვა - „ვინ ვარ მე ან რა ვარ ?“ ეს ის საკითხია, რომელზე პასუხსაც გმირები თითოეული ჩვენგანისგან იღებენ
ავტორი:
სლავომირ მროჟეკ
ჟანრი:
კომედია
თარგმანი:
ლეონარდ ბუხოვი
რეჟისორი:
სლავა ნათენაძე
მხატვარი:
ნატალია კობახიძე
მუსიკალური გაფორმება:
ელისო ორჯონიკიძე
მსახიობები:
ოლეგ მჭედლიშვილი, დიმიტრი სპორიშევი
სპექტაკლის ხანგრძლივობა - 1 საათი 30 წუთი
ენა - რუსული (16 +)