

დავით კლდიაშვილი
ავტორი - დავით კლდიაშვილი
რეჟისორი - გიორგი სიხარულიძე
ბლოგების ავტორი - ზეკო ხაჩიძე
მხატვარი - თეო კუხიანიძე
მუსიკალური გაფორმება - მანანა კიკაბიძე
ქორეოგრაფი - გელა ფოცხიშვილი
რეჟისორის ასისტენტი - ვახტანგ ამანათიძე
მონაწილეობენ: ანანო ლომიძე, დავით ჩოგოვაძე, ანა ბერელაშვილი, გიორგი გიორგიძე, ანა ბანძელაძე, კონსტანტინე ფოცხვერაშვილი, ნანუკი მაკრახიძე, ვახტანგ ამანათიძე, გია საგინაშვილი.
სპექტაკლის შესახებ:
დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ ქართული დრამატურგიის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია, რომელიც სარკასტული იუმორითა და ადამიანური განცდების სიღრმისეული გააზრებით ოჯახის, სიყვარულის, ღირსებისა და სოციალური მდგომარეობის თემებს იკვლევს. ერთი ოჯახის ისტორიის მიღმა ავტორი მთელი საზოგადოების პორტრეტს ქმნის, რის გამოც პიესაში დასმული საკითხები დღესაც აქტუალური და თანამედროვე მაყურებლისთვის ახლობელი რჩება.
დმანისის თეატრის ახალ სპექტაკლში რეჟისორი გიორგი სიხარულიძე კლასიკურ ტექსტს თანამედროვე თეატრალური ფორმით კითხულობს. სპექტაკლის თხრობა ოთხი ბლოგის სტრუქტურით ვითარდება, ხოლო სცენურ სივრცეში ვიდეოპროექცია და ცოცხალი ვიზუალური გამოსახულებები მნიშვნელოვან როლს იძენს. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და განსხვავებული სცენური ენის მეშვეობით, სპექტაკლი კლდიაშვილის სამყაროს ახლებურ ინტერპრეტაციას სთავაზობს მაყურებელს და მის აქტუალურ თემებს დღევანდელი რეალობის კონტექსტში წარმოაჩენს.
ხანგრძლივობა: 80 წუთი (ერთ მოქმედებად)