

სპექტაკლი ეძღვნება თემურ ჩხეიძის ხსოვნას.
გურამ ოდიშარიას პიესის „ზღვა, რომელიც შორია“ მიხედვით
პიესის ადაპტაციის ავტორი, რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი - თემო კუპრავა
მხატვარი - ანკა კალატოზიშვილი
ვიდეოპროექცია - დათა დვალიშვილი
მოქმედი პირდი და შემსრულებელნი:
ზურაბი - ზუკა პაპუაშვილი (რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი), ირაკლი ჯაფარიძე
ასიდა - ანიკო ეზიაშვილი, ნინი კვირიკაშვილი
ლიკა - ნინო ნოზაძე, ანი ბუბუტეიშვილი
შოთა - ზაზა სალია
რიტა - ქეთი გეგეშიძე
გივი - გიორგი სირბილაძე
რომა - ირაკლი ლომიძე
სპექტაკლის შესახებ:
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გააზრება მხოლოდ ერთი მხრიდან დანახული "სიმართლით" შეუძლებელია. სპექტაკლი გვთავაზობს, გავცდეთ ცალმხრივ ხედვას, ვეცადოთ, გავიგოთ მეორე მხარის პოზიცია და მოვლენებს უფრო ობიექტურად შევხედოთ. ეს არ ნიშნავს რომელიმე მხარის გამართლებას, ეს არის ერთმანეთის გაგებისა და დიალოგის მცდელობა, იმისთვის, რომ კონფლიქტის მოგვარების გზები ვიპოვოთ.