

რადჰა ბრავადჰარდის კინოსცენარის მიხედვით
თარგმნა და ადაპტაცია - ვალერი ოთხოზორია
რეჟისორი - დავით ჩხარტიშვილი
მხატვარი - ლევან კვარაცხელია
მუსიკა - ანი ზაქარეიშვილი
მონაწილეობენ:
შაკო მირიანაშვილი/პაატა ინარი
მარი კიტია / ქეთა შათირიშვილი
პირველად საქართველოში!
მიუხედავად იმისა რომ კინოსცენარია როგორც სპექტაკლი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში განხორციელებულა.
- ჩვენ უნდა შევცვალოთ თქვენი დამახინჯებული ცნობიერება!
- თქვენ შეგიძლიათ დაანგრიოთ ჩემი სხეული,მაგრამ ვერ დაანგრევთ ჩემს ცნობიერებას!...
თავიდან ადამიანი ემორჩილება,შემდეგ ეჩვევა.ბოლოს თავად იწყებს იმ წესების დაცვას რომელიც მის თავისუფლებას ზღუდავს.
რამდენად სწორად იყენებენ ადამიანები თავიანთ ძალაუფლებას?
როდის? რატომ? რისთვის?
ცდილობენ შეცვალონ ჩვენი ცნობიერება?
რა რჩება ადამიანისგან მაშინ,როდესაც მას საკუთარი თავი არ ეკუთვნის?
ამ და სხვა ბევრ მნიშვნელოვან თემაზე გვესაუბრება სპექტაკლი.