თეატრის ბილეთები ჩხიკვთა ქორწილი
თეატრის ბილეთები ჩხიკვთა ქორწილი

ჩხიკვთა ქორწილი

ბილეთის საყიდლად აირჩიეთ დრო
კვი
18 ოქტ, 20:00
15 ₾-დან
ორგანიზატორი: ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრი
თეატრი მოდი ნახე
ენა:ქართული
ავტორი: ვაჟა-ფშაველა, ნუგზარ ბუცხრიკიძე
რეჟისორი: ნუგზარ ბუცხრიკიძე
ქორეოგრაფი: ცისო კობახიძე, გიორგი ჭანტურია
კომპოზიტორი: ალექსანდრე ბასილაია, ალექსანდრე ბასილაია
მხატვარი: ირაკლი ურუშაძე
რეჟ. ასისტენტი: გოგა ბებია, ჯეკო დათუაშვილი
მთავარ როლებში: გუგა ჩარგეიშვილი, ქეთი სირბილაძე, გიორგი ჭანტურია, გოგა ბებია, ზურაბ ბარბაქაძე, პაატა მარუაშვილი, მარიამ პატაშური, ლიკა ბარათაშვილი, ნანი ბარათაშვილი, დავით გურგენაძე, ნათია როინიშვილი, გიორგი ანთიძე, ცისო კობახიძე, მარიამ რომელაშვილი, მინდია ქიტიაშვილი
როლებში: ირინა ნალჯიანი, მარიამ ნასყიდაშვილი, შოთა კაჭარავა, ჯეკო დათუაშვილი, ლუკა ხუციშვილი, გიორგი ტალახაძე, ანასტასია აბაშიძე, საბა კუკავა, გიორგი კუტალია, ელენე ბათლიძე, ნინო მანჯავიძე, სოფი კვერენჩხილაძე
ახალგაზრდა ჩხიკვებს ერთმანეთი თავდავიწყებით შეყვარებიათ. თუმცა, ქეთევანის მამა ჩხიკვი თომა სასტიკ უარზეა და ზაქარას ხელის თხოვნაზე გადაჭრით უარს ეუბნება. დაღონებული და სასოწარკვეთაში ჩავარდნილი ზაქარა ყველა ღონეს ხმარობს თომას გადასარწმუნებლად. ტყეში დატრიალებული უიმედო სიყვარულის ამბავი ცხადია არ გამოპარვიათ მაცნე მტრედსა და ჭიროკანა კაჭკაჭებს. მეფის, არწივის სასახლეში დახმარების სათხოვნელად ვხვდებით სხვადასხვა ფრინველებს, სხვადასხვა პრობლემებით და გასაჭირით. მეფე გულისხმიერია და ფრინველებს დახმარების ხელს უწვდის. ყველაფერი მხიარული დასასრულისკენ მიდის სპექტაკლის ანტიგმირები მიზანს აღწევენ და საკუთარი ჯვრიწერიდან, სადაც დიდი ჟრიამული და მხიარულებაა, გაიტაცებენ ქეთევანს. მეფე არწივი განრისხებულია და ბრძანებს დამნაშავეების უმალვე დაპატიმრებას მათთვის კი საკადრისის სასჯელის დაკისრებას. მეფის შიკრიკები ახერხებენ ბოროტმოქმედების შეპყრობას და ქეთევანის გათავისუფლებას. შემდეგ კი სპექტაკლი უბრუნდება მხიარულ ნოტას, ქორწილი გრძელდება, სიყვარული სიძულვილზე, სიკეთე კი ბოროტებაზე იმარჯვებს.