

თორნტონ უაილდერის პიესის მიხედვით
რეჟისორი - ნიკა ჩიკვაიძე
პიესის ავტორი - ბასა ჯანიკაშვილი
სცენოგრაფი - ანანო დოლიძე
კოსტიუმების მხატვარი - ანკა კალატოზიშვილი
ვოკალოს პედაგოგი - ნინო სიხარულიძე
ტექნიკური რეჟისორი - ნინო ჟორჟოლიანი
მონაწილეობენ :
ნინო ანანიაშვილი, ელენე თავართქილაძე, ნიკა ჭკადუა, მიკა კოხრეიძე, ქეთა შათირიშვილი,
ანი იმნაძე, ნიკა კუჭავა, პაატა პაპუაშვილი, ეკა მჟავანაძე , გია გოგიშვილი, ვალერი კორშია, თემო კილაძე, ლიკა ქობულაძე, მაია ტატიშვილი, პაპუნა ირემაძე, სანდრო ფოლოდაშვილი, ანა გვანცელაძე, თამარ დიაკონიძე, გაბრიელ ჯოჯუა, ნიკო გოგიჩაიშვილი, ანასტასია ლორთქიფანიძე, მარიამ ტაბატაძე, ხატია სულაბერიძე.
სპექტაკლის შესახებ:
თორნტონ უაილდერის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი — „ჩვენი ქალაქი“ — მაყურებელს 1990-იანი წლების თბილისში აბრუნებს. ეპოქაში, როდესაც ყოველდღიურობა სიდუხჭირის, უშუქობის, გაურკვევლობისა და მუდმივი შიშის ფონზე მიედინება, ადამიანები აგრძელებენ ცხოვრებას: უყვართ, ქმნიან ოჯახებს, ოცნებობენ, კამათობენ და ცდილობენ, შეინარჩუნონ საკუთარი ღირსება.
მდივნებისა და ცქიტიშვილების ოჯახების ისტორიები ერთი ქალაქის, რამდენიმე თაობისა და იმ ადამიანების ამბავია, რომლებიც ხშირად მხოლოდ მაშინ აცნობიერებენ ცხოვრების უბრალო წუთების ფასს, როდესაც მათი უკან დაბრუნება უკვე შეუძლებელია.