

*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში არ დაიშვება*
ავტორი: თამთა მელაშვილი
რეჟისორი: ილია ქორქაშვილი
ვიდეო პროექცია: შიო ხიდაშელი
მუსიკა: დავით ხორბალაძე
ფოტოგრაფი: საბა კენჭიშვილი
მონაწილეობენ: ნატალია გაბისონია, ნინი იაშვილი, სალომე მაისაშვილი, ბექა ხაჩიძე
შენი ყველაზე დიდი კოშმარი სულ მალე ახდება. თუ პასუხები არ მექნება ყველა იმ წერილზე, რომელიც გამოგიგზავნე, ზუსტად ღამის 12 საათზე, შენი დაბადების დღის დადგომისას, ეგ მბრწყინავი ეტლი გოგრად იქცევა და დალპება. დალპება ერთხელ და სამუდამოდ”. სპექტაკლი ციფრული ტექნოლოგიებით ჩადენილ ძალადობაზეა, რომელიც ოთხ სხვადასხვა ისტორიას აერთიანებს. ესაა ამბავი ადამიანებზე, ვინც ჩაგვრა, შანტაჟი და მუქარა გამოცადა. აქ რეალური ისტორიებია, რომლებიც ხშირად უთქმელი რჩება. აქ ნახავთ შიშს და გაურკვევლობას, სირცხვილს და სასოწარკვეთას, მაგრამ თანაგანცდის საშუალებით შეიარაღდებით სოლიდარობითაც.
“თითქმის მთელი თქვენი ცხოვრებაა ციფრული. ჩატია თქვენი ურთერთობა” და ამ ურთიერთობებში, სადაა ჩვენი უსაფრთხოება?
სპექტაკლი მომზადდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით, ევროკავშირთან და ესტონეთის საელჩოსთან თანამშრომლობით.
ბილეთები არ ბრუნდება