

ყველა ბილეთი გაყიდულია
147-ე სეზონი
დიდი სცენა
პ რ ე მ ი ე რ ა
ოთარ ქათამაძე
დაარქვი რაც გინდა
რეჟისორი - გაგა გოშაძე
რეჟისორის თანაშემწე – თეონა ლორთქიფანიძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ტრიო - გიორგი ყურავა
ზალპე - თორნიკე ბარამიძე
შპრახსტალმაისტერი - მიხეილ ღომიძე
ანოტაცია:
ოთარ (ოთია) ქათამაძე გამორჩეული მოვლენა იყო ბათუმის დრამატული თეატრის თანამედროვე ისტორიაში. შესანიშნავმა ახალგაზრდა მსახიობმა, რეჟისორმა, დრამატუგმა, შეიძ₾ება ითქვას, განსაკუთრებული კვალი დატოვა, როგორც შემოქმედმა და როგორც მოქალაქემ.
რეჟისორმა გაბრიელ გოშაძემ ოთარ ქათამაძის პიესა „დაარქვი, რაც გინდა“ მხოლოდ ამ ახალგაზრდა ადამიანის შემოქმედებითი და პიროვნული თვისებების გამო არ არიჩია დასადგმელად.
კარგად თუ დავაკვირდებით პიესის არქიტექტონიკას, ატმოსფეროს და გმირების ხასიათს, აშკარად ვიგრძნობთ, რამდენად ტრაგიკულადაა განცდილი ჩვენი დღევანდელობა, ხელოვანის ბედი ტექნოკრატიულ, უმთავრესი საზრისიგან დაცლილ სამყაროში.
ერთსაც დავსძენთ, ოთარ ქათამაძის პიესას მარადიულობის ის მადლი სცხია, რითაც აბსურდისტების შესანიშანვი პლიადა, - სემიუელ ბეკეტი, ეჟენ იონესკო, სლავომირ მროჟეკი იყვნენ აღბეჭდილნი...
სალარო : თეატრის სალარო მდებარეობს ბათუმის დრამატული თეატრის ძირითად შენობაში, მის : რუსთაველის № 1
სალაროს ნომერი - 0422 27 31 80
სალარო მუშაობს ყოველ დღე გარდა ორშაბათისა - 12:00 დან 19:00 მდე
დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე - 0422 27 42 83 / 577 980 858
სცენის მისამართები : "დიდი სცენა" & "ექსპერიმენტული სცენა" - შ.რუსთავლელის №1 ;
"მცირე სცენა" - ა.მელაშვილის №32
ძვრიფასო მეგობრებო, ბილეთების შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ : ასაკობრივ ზღვარს ! დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში არ დაიშვება !
ასაკობრივი შეზღუდვა 14+