თეატრის ბილეთები მეორე ნახევარი
თეატრის ბილეთები მეორე ნახევარი

მეორე ნახევარი

ბილეთის საყიდლად აირჩიეთ დრო
ხუთ
17 სექ, 12:00
35 ₾-დან
ორგანიზატორი: მარჯანიშვილის თეატრი
თემურ ჩხეიძის სახელობის მცირე სცენა

პიესის ავტორი - მაკა კუკულავა

 

რეჟისორი - სოფიო ქელბაქიანი

 

მხატვარი - ელენე ჯაფარიძე

 

ტექნიკური რეჟისორი - ლიკა მამიაშვილი

 

ვიდეო - დათა დვალიშვილი

 

პოსტერი - ნიკუშა შალიკაშვილი 

 

მონაწილეობენ: მარიამ ჯოლოგუა, დიმა ტატიშვილი

 

• თუ გგონია, რომ იცი, საით მიდის ეს ამბავისწორედ აქ ცდები.

 

ორი ადამიანი. ერთი ღამე.

 

კითხვა — როგორია ცხოვრების მეორე ნახევარი.

ეს არის შეხვედრა, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთში ირევა,

სადაც სიტყვები ზოგჯერ უფრო მეტს აზიანებენ, ვიდრე სიჩუმე

და სადაც ყოველი ფრაზა არჩევანიადარჩენისა თუ წასვლის.

ღამე იწელება, დრო იცვლება,

მაგრამ მთავარი კითხვა უცვლელი რჩება

ვინ როგორ აგრძელებს ცხოვრების მეორე ნახევარს და რა ფასად.

 

 

რეჟისორ სოფო ქელბაქიანისა და დრამატურგ მაკა კუკულავას შემოქმედებითი თანამშრომლობა თემურ ჩხეიძის სახელოსნოში დაიწყო. პიესა “მეორე ნახევარი” თანამედროვე ხელოვნების განვითარების ცენტრის ფარგლებში დაიწერა, რომელსაც ბატონი თემური ხელმძღვანელობდა. მისი გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში თემურ ჩხეიძის სახელობის სცენა გაიხსნა. სიმბოლურია, რომ პიესა “მეორე ნახევარი” სწორედ ამ სცენაზე სოფო ქელბაქიანის ინტერპრეტაციით გათამაშდება.

 

სპექტაკლი ეძღვნება ბატონი თემურის ნათელ ხსოვნას. 

 

პრემიერა შედგება 2026 წლის 12 მაისს

 

ხანგრძლივობა: 90 წუთი,  შესვენების გარეშე