

ყველა ბილეთი გაყიდულია
რეჟისორი: გელა გელაძე
ტ. გურევიჩისა და ა. გერნეტის მიხედვით
მხატვარი: მარინა ფრანგიშვილი
სიმღერების ტექსტის ავტორი: დალი თედორაძე
რეჟისორის თანაშემწე: ნინო მუხაშარია
მონაწილეობენ:
მანანა გოგიტიძე
ეკატერინე გვარამია
ქეთევან სამხარაძე
კობა ფაცურია
სოფიო ცინცაძე
მერი დიასამიძე
ანრი ჩაგუნავა
ლევან მიდილიში
ერთ დღეს მხიარული და ცელქი ბატის ჭუკი თავის მეგობარ მანანიკოსთან ერთად ტბაზე გაეპარება და მოულოდნელად მელიის სოროში აღმოჩნდება. როგორ მოახერხებს ბატის ჭუკი მელიის სოროდან თავის დაღწევას და რა სირთულეებს გადააწყდება მანანა ამ თავგადასავალში, ამას ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში იხილავთ.
ნახევრად თოჯინურ და ნახევრად ცოცხალ პლანში გადაწყვეტილი სპექტაკლი „ბატის ჭუკი“ ინტერაქტიულია და დაწყებითი კლასის მოსწავლეებს დაუვიწყარ და მხიარულ თეატრალურ თავგადასავალს ჰპირდება.
ხანგრძლივობა: 35 წუთი
სარეკომენდაციო ასაკი: 3+