თეატრის ბილეთები ბაკულას ღორები
თეატრის ბილეთები ბაკულას ღორები

ბაკულას ღორები

ბილეთის საყიდლად აირჩიეთ დრო
კვი
13 სექ, 19:00
10 ₾
ორგანიზატორი: ფოთის თეატრი
ფოთის თეატრი

“ბაკულას ღორები”

 

დავით კლდიაშვილის „ბაკულას ღორები“ ერთი შეხედვით ყოფითი კომედიაა, თუმცა მისი იუმორის მიღმა ადამიანის ბუნების მტკივნეული სურათი იკვეთება. პიესა გვაჩვენებს, როგორ შეუძლია შიშსა და სიღარიბეს, ძალაუფლების წინაშე უძლურების განცდის გაღვივება. სწორედ ამიტომ ეს ნაწარმოები სამწუხაროდ დღესაც აქტუალურია - იგი არა მხოლოდ კონკრეტულ ეპოქაზე, არამედ მუდმივ საფრთხეზე გვესაუბრება, იმ საფრთხეზე როდესაც ადამიანი თავისუფლებას მორჩილებაზე ცვლის.საფრთხეების გადააზრება კი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. 

 

“ბაკულას ღორები“-ს ამ ინტერპრეტაციის მიხედვით დადგმული სპექტაკლი მოგვითხრობს ჩაგვრისა და მორჩილების იმ წრეზე, რომელშიც ადამიანი ჯერ კარგავს ღირსებას, შემდეგ ხმას და წინააღმდეგობის უნარს.
კლდიაშვილის იუმორისა და სატირის მიღმა სპექტაკლი სვამს კითხვას: რა მომენტში წყვეტს ადამიანი წინააღმდეგობას და როდის იწყებს საკუთარი დამონების გამართლებას.

 

ჟანრი: ტრაგიკული კომედია

 

რეჟისორი: სოფიო ქელბაქიანი

 

მხატვარი: ავთო მოდებაძე

 

კომპოზიტორი: თამარ ფუტკარაძე-ლაშხი

 

ქორეოგრაფი: ირინა კუპრავა; კობა დარახველიძე

 

ტექნიკური რეჟისორი: მაია მებონია

 

მონაწილეობენ: 

 

გალაქტიონი - ჯანო იზორია
შაშა - გენადი შონია
ვასილ ვივანიჩი - გიორგი სურმავა
ზენათი - თამარ აბშილავა
პატია - ანიკო შურღაია
ქორო: 
რამინ კილასონია
თემურ გოგინავა
მარტინ ღამბარაშვილი

 

სპექტაკლის ხანგრძლივობა | 80 წუთი