

ჟან ანუის "ანტიგონე"-ს მიხედვით შექმნილი სპექტაკლი "ანტიგონე-არტეფაქტი", თოჯინური თეატრის გამომსახველობითი ფორმით, გვთავაზობს სამყაროს, სადაც ადამიანი და თოჯინა, მართულობა და უმართაობა, მორჩილება და წინააღმდეგობა ერთმანეთის პირისპირ დგანან.
"ანტიგონე", ეს ხომ არის ტრაგედია, როგორც არტეფაქტი, რომელიც დღეს უკვე აღარ ეკუთვნის, მხოლოდ თავის ეპოქას, ის იქცა მეტაფორად--- ადამიანის, მისი არჩევანის, ემოციებისა და იმ ძალების, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას მართავენ.არტეფაქტების მუზეუმში წარმოდგენილი სპექტაკლი არ გვთავაზობს მზა პასუხებს და არ გვკარნახობს, თუ ვინ არის მართალი, ის გვახსენებს, რომ ყველას თავისი სიმართლე და არჩევანი აქვს, არჩევანი, რომელიც გმირის (ინდივიდის) ღირსებას და პასუხისმგებლობას განსაზღვრავს.
რეჟისორი : მალხაზ (ხრინკი) გაბუნია
მხატვარი და თოჯინების ოსტატი : ვახტანგ ქორიძე
მუსიკალური გაფორმება : ზურაბ გაგლოშვილი
ტექნიკური რეჟისორი : ლიზი ბურჭულაძე
მონაწილეობენ:
თეატრალური უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტები: ნინი გოგია, თამარ კაჭარავა, მარიამ ბერუაშვილი, ლიზი ბურჭულაძე, ლუკა ფესვიანიძე, ნიკი ტაბაშიძე.
გ.მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მსახიობები : მაია მალხაზიშვილი, გიორგი ტალახაძე, რატი ნავაძე, თორნიკე ფრანგიშვილი.
23-ე საჯარო სკოლის მოსწავლე: გიორგი გაბუნია.