

ჟანრი: დრამა
ენა: ქართული
სუბტიტრები: ქართული
რეჟისორი: დიმიტრი ხვიტისიაშვილი
ავტორი: რეზო მიშველაძე
სცენოგრაფი: ნინო ჩიტაიშვილი
მუსიკა: ალექსანდრა ლორთქიფანიძე
ქორეოგრაფი: ანანო სამსონაძე
მხარდამჭერი რეჟისორი: ნატალია არველაძე
ასაკობრივი კატეგორია: 12+
მონაწილეობენ:
პავლე ნოზაძე, ნუგზარ ყურაშვილი, ნინო ლეჟავა, ქეთი ქიტიშვილი, ვახტანგ ნოზაძე, ვახტანგ ახალაძე, შალვა ანთელავა, ვანო დუგლაძე, ანა ხუროშვილი, ნაირა გელაძე, ლელა მახნიაშვილი, ლევან ხვთისიაშვილი
„არ დამივიწყო“ რევაზ მიშველაძის ნოველების მიხედვით აგებული ერთ მოქმედებიანი დრამაა.
წარმოდგენა მოიცავს რამდენიმე ავტობიოგრაფიულ და სოციალური თემის მქონე ნოველას:
მწერალი მამა და აფხაზეთის ომში დაღუპული შვილი,
80 წელს მიტანებული რაჭველი ბაბუა, რომლის ამბავი დაცარიელებული მთის პრობლემას ეხება,
მეორე მსოფლიო ომში დაკარგული საყვარელი ქმრის მაძებარი ქალი,
უჩვეულო სატელეფონო „რომანი“.
სპექტაკლში ერთმანეთს ერწყმის მამა-შვილობა, მოლოდინი და ერთგულება, ამქვეყნიური ცხოვრება და გარდაცვალება, სიყვარული და მომავლის იმედი.
მოზარდ მაყურებელთა თეატრის ერთგული მაყურებელი სცენაზე იხილავს ემოციურად დატვირთულ, სულშიჩამწვდომ წარმოდგენას.
ხანგრძლივობა | 90 წუთი