

ამფიტრიონი
ტიტუს მაკციუს პლავტუსის მიხედვით
ავტორი და რეჟისორი — ტერეზა ლუდოვიკო
წარმოება: Teatri di Bari
მონაწილეობენ: მიქელე ჩიპრიანი, ირენე გრასო, დემი ლიკატა, ალესანდრო ლუსიანა, მიქელე სკიანო დი კოლა, ჯოვანი სერატორე
ცოცხალი მუსიკა — მიქელე ჯამილ მარძელა
კოსტიუმები — ტერეზა ლუდოვიკო და კრისტინა ბარი
პროდიუსერი — Teatri di Bari / Teatro Kismet
ორი ათასზე მეტი წლის შემდეგ, რაც პლავტმა პირველად შექმნა ამფიტრიონის ისტორია, ტერეზა ლუდოვიკო უბრუნდება დასავლური თეატრის ერთ-ერთ ფუძემდებელ მითს და XXI საუკუნისთვის განსაკუთრებით აქტუალურ კითხვას სვამს (რაც ზუსტად უკავშიდრება მთავარ თეატრალურ პარადოქსს): ვინ ვარ მე, ვინ ვართ ჩვენ, როცა ჩვენი სახე შეიძლება სხვამ დაიკავოს?
სამყაროში, სადაც იდენტობის მითვისება, დუბლირება და მანიპულირება სულ უფრო შესაძლებელი ხდება, „ამფიტრიონი“ ძველ რომაულ კომედიას გარდაქმნის მძაფრ და თანამედროვე თეატრალურ რეფლექსიად ავთენტურობის, მეხსიერების და იმ მყიფე იმ მყიფე საზღვრის შესახებ, რომელიც გარეგნულ სახესა და ადამიანის ნამდვილ არსს შორის არსებობს.
🚪 კარის გაღების დრო: 19:30
⏳ ხანგრძლივობა: 80 წთ
🔞 ასაკობრივი შეზღუდვა: 14+