თეატრის ბილეთები ანას მომენტი
თეატრის ბილეთები ანას მომენტი

ანას მომენტი

ბილეთის საყიდლად აირჩიეთ დრო
კვი
27 სექ, 19:00
10 ₾
პარ
16 ოქტ, 19:00
10 ₾
ორგანიზატორი: ფოთის თეატრი
ფოთის თეატრი
რეჟისორი: საბა ასლამაზიშვილი
ქორეოგრაფი: ირინა კუპრავა
კომპოზიტორი: კოტე ეჯიბაშვილი
მხატვარი: გიორგი უსტიაშვილი
რეჟ. ასისტენტი: მაიკო მებონია
როლებში: ნინო გოშაძე, ირაკლი კვერღელიძე, გია სურმავა, თამუნა აბშილავა, რამინ კილასონია, ნიარა ჭიჭინაძე, გუჯა ქარაია, გენა შონია
ახალგაზრდა წარმატებული მწერალი ანა ნაკაშიძე მოულოდნელად მეხსიერებას კარგავს. გამოკვლევები ადასტურებს, რომ მის ამნეზიას ფიზიოლოგიური საფუძველი არ გააჩნია. მისი ქმარი, გამომძიებელი და ფსიქოთერაპევტი ეჭვობენ, რომ ის ავად არ არის. ეს უცნაური ამბავი თანდათან მასშტაბებს იძენს, ქვეყნის ფარგლებს სცდება და იქცევა დიდი არეულობის დასაწყისად, რომელიც გასტანს  მანამ, სანამ მთელი მსოფლიო სიმართლის გარკვევის მოთხოვნით არ გაერთიანდება.
მცირე რომანი „ანას მომენტი“, ერთი მხრივ, მესამე სამყაროს ხმაა, რომელიც თანამედროვე მაღალგანვითარებული ქვეყნების ყურს არ სწვდება და მას გულგრილად უვლიან გვერდს, მეორე მხრივ კი პასუხია იმაზე, რა შეიძლება გახდეს ძალადობისა და ტერორიზმის საფუძველი.