თეატრის ბილეთები წარმოუდგენელი სიყვარულის ისტორია
თეატრის ბილეთები წარმოუდგენელი სიყვარულის ისტორია

წარმოუდგენელი სიყვარულის ისტორია

ბილეთის საყიდლად აირჩიეთ დრო
კვი
27 სექ, 20:00
20 ₾-დან
ორგანიზატორი: თბილისური ბროწეულები - კამერული და მონოსპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალი
ახმეტელის თეატრი

რეჟისორი: დანდი დანნო, დივა ჯი

 

მსახიობები: დანდი დანნო, დივა ჯი

 

კოსტიუმები: გრაციანა პარიზი

 

✨ სპექტაკლი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეიყვარეს, ქართველ მაყურებელთან შესახვედრად ემზადება - იტალიური ვიზუალური კომედია, საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი, საოცრად დახვეწილი და მხიარული წარმოდგენა - "წარმოუდგენელი სიყვარულის ისტორია"

 

რა ხდება მაშინ, როდესაც ელეგანტური, მიმზიდველი კაბარეს ვარსკვლავი სრულიად შემთხვევით ხვდება უხერხულ, მორცხვ, მაგრამ საოცრად თბილი გულის მქონე პერსონაჟს?

 

ეს არის ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანის გიჟური, მოულოდნელი და სიურპრიზებით სავსე რომანი. სპექტაკლი ოსტატურად აერთიანებს რეტრო ვოდევილის ხიბლსა და სურრეალისტურ ცირკის ატმოსფეროს. არშიყი, სასოწარკვეთა, გაუგებრობები, მოულოდნელი კატასტროფები და კვლავ დიდი სიხარული - ემოციების ნამდვილი ორომტრიალი, რომელშიც საკუთარ თავს თითოეული ჩვენგანი იცნობს!

 

ხანგძლივობა: 70 წუთი

 

ასაკობრივი ზღვარი: 12+