

ალჟირი
სპექტაკლი „ა.ლ.ჟ.ი.რ.“ საბჭოთა რეპრესიების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ფურცელს - „ხალხის მტრების“ ცოლების ბანაკს წარმოადგენდა.
დოკუმენტურ ფაქტებსა და მოგონებებზე აგებული თხრობა იმ ქართველ ქალებზე გვესაუბრება, რომელთა ერთადერთი „დანაშაულიც“ დაპატიმრებული თუ დახვრეტილი ქმრების გვერდით დგომა იყო. ბანაკის 8 000-მდე პატიმარს შორის 300-მდე ქართველი იყო - მათ შორის კირა ანდრონიკაშვილი, ქეთევან ორახელაშვილი, აშხენ ნალბანდიანი, აგრეთვე ნოდარ დუმბაძის დედა და მამიდა.
აღნიშნული სპექტაკლი სწორედ მათ ხსოვნასა ეძღვნება.
ჟანრი:
დოკუმენტური დრამა ერთ მოქმედებად
რეჟისორი და სცენური ვერსიის ავტორი :
ავთანდილ ვარსიმაშვილი
მხატვარი:
მირიან შველიძე
სპექტაკლში მონაწილეობენ:
ირინა მეღვინეთუხუცესი
ინა ვორობიოვა
ნატალია ვორონიუკი
ნინო კიკაჩეიშვილი
მარიამ კიტია
სოფო ლომჯარია
ანა ნიკოლავა
სპექტაკლის ხანგრძლივობა - 1 საათი 30 წუთი
ენა - რუსული (16 +)