

ტექსტის ავტორი: რენანა რაზი
რეჟისორი: ამიტაი იაიშ ბენ ოუსილიო
მუსიკა: რან ელმალიახი
ქორეოგრაფია: მორ ლიდერი
სივრცის, განათებისა და ვიდეოს დიზაინი: ირის მუალემი
ვიდეო: ჯანის პროდაქშენი
კოსტიუმები: დორონ აშკენაზი
ცოცხალი მუსიკა: ტალია დანციგი
მონაწილეობენ: მიგელ ორბახი, იაკოვ ამსელემი, ჰადას ნეუმანი, ტალ მარჰავი, რეუტ გილ ატიასი, ადი ზინგერი, დორონ მაგალი, ომერ არიე ლაბა, ტომ ამსელემი
წარმოგიდგენთ „ოტეფ ჰა ნეგევის თეატრს" ისრაელიდან, დოკუმენტური ნამუშევარით - „ადგილი სიცოცხლისთვის“
რა აქცევს ადგილს სახლად? რა ხდება მაშინ, როდესაც უსაფრთხოების ეს შეგრძნება ერთ წამში ინგრევა და რა დაემართა ჩვენს საერთო სახლს?
ეს არის ნამუშევარი, რომელიც 7 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ, უშუალოდ ღაზის მოსაზღვრე დასახლებების მკვიდრთა ჩვენებებზე დაყრდნობით დაიბადა. დასის შემადგენლობაში თავად გადარჩენილები და ევაკუირებული ადამიანები არიან, რომლებმაც საკუთარი და თანამოქალაქეების ტრავმა სასცენო ენად აქციეს.
WhatsApp-ის რეალური შეტყობინებები, პირველწყაროს მტკიცებულებები, მოძრაობა, ვიდეოარტი და ცოცხალი მუსიკა ერთიანდება წარმოდგენაში, რომელიც შინისაკენ მიმავალი გზის ძიებასა და სულის განკურნების რთულ პროცესს ასახავს.