Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

მარინა რევია • თეატრი ათონელზე

თეატრი ათონელზე C
ჟანრი: დრამა
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 70
რეჟისორი: ნიკა ჩიკვაიძე
ავტორი: ალექსანდრე ჩიღვინაძე
მხატვარი: ანანო დოლიძე
მთ. როლში: ენდი ძიძავა
მთ. როლში: თამარ ჭუბაბრია
მთ. როლში: ეთერ ალექსიშვილი
როლში: ნინი გოშაძე
როლში: ირაკლი კვერღელიძე
როლში: გიორგი ელიჯარაშვილი
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, თეატრი ათონელზე მასპინძლობს, ვალერიან გუნიას სახ. ფოთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, სპექტაკლით - "მარინა რევია". ,,თეატრი – თეატრში“ – რეჟისორის ორიგინალური გადაწყვეტა, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევს დაინახოს, როგორ გარდაისახება მსახიობი პერსონაჟად, როგორ ირგებს როლს და როგორ გადმოსცემს ემოციას. ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია მსახიობის ყველა ჟესტის, მიმიკის ახლო კადრით ნახვა, რითაც ორმაგდება განცდა, ფოკუსირებული ხდება დაკვირვება.  დედას თხუტმეტი წელია შვილები არ უნახავს; იჯდა ციხეში და ჩუმად ელოდა შვილებს. ელოდა და იტანდა იმ ტკივილს, რომელიც შვილის დაკარგვით და შვილების გადარჩენის მიზნით შეიძინა. ყველაზე დიდი სასჯელი დედისთვის შვილების გარეშე ცხოვრებაა. და აი, დედა ბრუნდება თხუთმეტი წლის შემდგომ გაუცხოვებულ ოჯახში გაუცხოვებულ შვილებთან. მის გამოჩენას არავინ ელოდა, რადგან მისი არ ყოფნით თითქოს დავიწყებული იყო დიდი ხნის წინ მიღებული ტკივილი. ყველა კედელი ცივი, ყველა ნივთი ცივი… ერთის გარდა… ეს ერთი ინახავს იმას, რისი დავიწყებაც შეუძლებელია. თანამედროვე ოჯახის ცხოვრების ფონზე სოციალურ პრობლემაზე მაღლა დგას ის სულიერი, შინაგანი ტკივილი, რომელსაც უახლოესი ადამიანები აყენებენ ერთმანეთს – ეს გაუცხოვებაა და ასეთ გაუსაძლის ყოფაში შვილებს შორის იშლება სიყვარულის ზღვარი –  ვინ ვისთან ეძებს სითბოს, ვინ ვისთან პოულობს სიყვარულს – აკრძალულს, ტაბუ დადებულს… რადგან გაუცხოვებულ ოჯახის წევრებს ავიწყდებათ ის წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთა ძალიან სახიფათოა.
თარიღი
შაბათი, 01 ოქტომბერი
20:00
15 ₾

მსგავსი ღონისძიებები

ღმერთები
თეატრი ათონელზე C
მარინა რევია
თეატრი ათონელზე C